მიხეილ სააკაშვილი – მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, 1:0 ქართველი ხალხის სასარგებლოდ

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, მესამე პრეზიდენტმა ჩართვისას ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.
“მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, 1:0 ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ყველამ კარგად იცით, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციებზე მუდმივად, არ უნდოდათ ხელმოწერა ამ დოკუმენტის ევროკავშირის სტატუსზე. უკრაინამ პრაქტიკულად აიძულა ეს იმიტომ, რომ უკრაინამ მოახდინა ინიციირება, რომ ეს ხელშეკრულება და თხოვნა შეეტანათ და გაიხსენეთ როგორ იყო – რუსული აგენტების კანონი შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენ გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა მარტის აქციებზე აიძულა მისი უკან გახმობა და გაუხსნა გზა ევროკავშირში ჩვენ ხალხს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




