Logo

მიხეილ სააკაშვილი – მინდა ოპოზიციას შევთავაზო “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა

პოლიტიკა
20.12.2023 / 13:11
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს.

 

მისი თქმით, კომიტეტში 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და იყოს მუდმივი სათათბირო.

 

“ხელისუფლების განზრახვები არის, რომ ნებისმიერ ფასად, მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. მე წარმომიდგენია შემდეგი არჩევნები ძალიან კონკრეტულად. ეს უნდა იყოს ოპოზიციის სრულ კოორდინაციაში, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების. მათ ჩამოიყვანეს მოშე კლუგჰაფტი, რომელიც ხალხს დაარწმუნებს, რომ აზრი არ აქვს არჩევნებს. ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის მერე. მონაწილეობა ნიშნავს ევროპაში შესვლას და ცხოვრების დონის სწრაფ გაუმჯობესებას.

 

ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება. ძალა ერთობაშია, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მინდა, შევთავაზო ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორც არის აშშ-ში კომიტეტები. მასში უნდა შევიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. კომიტეტში უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ამ კომიტეტის, ამ სუპერ პაკეტთან ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, უნდა იყოს პრაქტიკულად ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი ეროვნული თანხმობის სტრუქტურას.  ეს იქნება ჩქარი რეაგირების ადგილი და სხვებთან დიალოგის ადგილი.

 

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავიკეტოთ, შევიდეთ ამ კომიტეტის შემადგენლობაში, თქვენთან ერთად ვითათბიროთ და თქვენთან ერთად შევქმნათ ის ვითარება, რომელიც სრულიად არაორაზროვნად ქმნის ჩვენ გავრცელებას, ბრძოლისუნარიანობას. ამ მიმართულებით ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ. ამიტომ სუპერ პაკი, პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს მაენერგიზირებელი, რადგან ამ დისტანციაზე უკან დახევა აღარ შეიძლება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები