
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილმა მას ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა არ აპატია, – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის საკითხს გორის ჰოსპიტალიდან.
მიხეილ სააკაშვილი ეკატერინე ტიკარაძეს მადლობას უხდის.
“კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრს ტიკარაძეს ივანიშვილმა, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საკითხზე.
ის რომ მან უარი თქვა, რომ რატის როლი მოერგო და ჩენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყოველგვარი ტყუილები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა. ბოლოს მან თავისი ხმა შეუერთა კლინიკაში ჩემი გადაყვანის მოთხოვნას.
კოვიდპასპორტები იყო ბოლო წვეთი. ეს კარგად აჩვენებს, თუ როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე.
მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მან ასეთ რთულ სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა”,- წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც ჟურნალისტებს მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გააცნო.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს