მიხეილ სააკაშვილი – მივესალმები, რომ ჩემს სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ძალიან ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დასკვნის მომზადებაში ამერიკელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტები ერთვებიან.
აშშ-ში უკვე გადაგზავნილია მიხეილ სააკაშვილის 2 000-გვერდიანი სამედიცინო ისტორია.
საექსპერტო ჯგუფი რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას პირადად გაეცნობა.
ამერიკული ფირმა aKerman 700-ზე მეტ სამედიცინო ექსპერტსა და იურისტს აერთიანებს. ექსპერტების კვლევა და დასკვნა ორი – სამედიცინო და იურიდიული მიმართულებით ჩატარდება.
“მივესალმები, რომ ჩემს სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ძალიან ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები. რაც არ უნდა დაადგინოს სასამართლომ, მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს რეალურ ფაქტებს და სიტუაციას”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




