მიხეილ სააკაშვილი – მჯერა და მწამს, რომ ძალიან მალე ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც საბოლოოდ დამარცხდება უიმედობა და სიღარიბე

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მარიამობას ულოცავს.
“ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს!
ჩვენი ხალხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დღევანდელ დღეს, რადგან მარიამ ღვთისმშობელი განახლების, სულის უკვდავების, სიძლიერისა და ბოროტის დამარცხების სიმბოლოა!
მჯერა და მწამს, რომ ძალიან მალე ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც საბოლოოდ დამარცხდება უიმედობა და სიღარიბე. ჩვენი წინაპრები ოდითგანვე ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის ლოცულობდნენ და იბრძოდნენ, ამიტომაც ჩვენ მოდუნებისა და დანებების უფლება არ გვაქვს.
წინ დიდი გამარჯვება გველის!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!” – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




