
ავტორი
Front News საქართველო
მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
“სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა.
სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ჰყოფნის ყოველი დღე.
სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე.
სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა.
დროა, ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას!” – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს