მიხეილ სააკაშვილი – მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, “სასამართლოს” განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო

ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული “სასამართლოს” განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, მისი სურვილია, პროცესს დაესწროს.
მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული “სასამართლოს” განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, რასაც დაგიდასტურებენ ჩემი მკურნალი ექიმები. ვინაიდან, მაქვს სურვილი ვესწრებოდე აღნიშნულ სხდომას“, – წერს სააკაშვილი.
12 მარტს, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში “პიჯაკების საქმეზე” გადაწყვეტილება გამოცხადდება.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




