
ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები, ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“იმედი მაქვს, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს.
ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს