Logo

მიხეილ სააკაშვილი – მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რათა აუგად არ ეხსენებინა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს

პოლიტიკა
1025
Frontnews image description

ივანიშვილის ხელიდან მე ვიყავი მკვდარი,  ექიმები იყვნენ  პანიკაში, ხელში ჩაგვაკვდებაო – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, მისი სიცოცხლე ქართველ ხალხს ეკუთვნის, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა. 

 

“ივანიშვილის ხელიდან მე ვიყავი მკვდარი. გლდანში გადამიყვანეს, ექიმები იყვნენ  პანიკაში, ხელში ჩაგვაკვდებაო, მე თვითონ მოვისმინე.  ორი დღეც რომ არ გადავეყვანეთ, მე ვიქნებოდი მკვდარი. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ქონდათ ივანიშვილს და პუტინს, რომ მე მოვეკალით.  ძალიან ბევრი თბილისელი გამოვიდა ქუჩაში და ამან აიძულა რეჟიმი, რომ გადავეყვანეთ გორში, სადაც თავიდან არაუშავდა, მაგრამ შემდეგ მოხდა, რაც მოხდა.

 

ისინი ყველაფერზე წამსველები არიან, მე მინდა იმ ხალხს ვუთხრა მადლობა, ვინც მაშინ ჩემი სიციოცხლე გადარჩინა. ჩემი სიცოცხლე გეკუთვნით თქვენ და მე არაფრად მიღირს სიცოცხლე, თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი”, – განაცხადა სააკაშვილმა.  

 

მისივე თქმით, მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ თავი გაწირა, ამათ გლდანის ციხეში ათრიეს.

 

“მინდა შეგახსენოთ, რას სთხოვდნენ გიორგი ანწუხელიძეს იმ ვიდეოში, ვისაც არ გინახავთ: პირველი – აკოცე ქართულ მიწას და მეორე მოთხოვნა იყო დედა შეაგინე მიშას, ესე იგი საქართველოს მთავარსარდალს. მე ვეტყოდი: გიორგი დედაც შემაგინე, შემაფურთხე, ოღონდ შენი შენი სიცოცხლე გადაირჩნე. ანწუხელიძემ არც მიწას აკოცა და არც მთავარსარდალი მოიხსენია აუგად, რომელსაც ამით არაფერი დააკლდებოდა, პირიქით ერთი მებრძოლის სიცოცხლეს გადავარჩენდით. მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რათა აუგად არ ეხსენებინა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს, რაც არსებობს. 

 

გორის ჰოსპიტალში, სადაც დაცული უნდა ვყოფილიყავი, 8 კაცი დამახტა საწოლზე და მახრჩობდა 200/110 წნევით. იმ ადგილთან ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რომ ჩემთვის დედა არ შეეგინებინა. თქვენ გესმით, ვის ხელშია ჩავარდნილი საქართველო?! გესმით, ვის ასამართლებენ და ვინ ასამართლებს?! გესმით, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო და ძალიან ბევრი სამუშაო?!“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მესამე პრეზიდენტის განცხადებით,  არ აპირებს გულხელდაკრეფილი იყოს და მშვიდობიანი პროტესტით,  ეს ხელისუფლება გაზაფხულხე უნდა დაასრულონ.

 

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს ყველაფერი დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანა”, – აღნიშნა მან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები