Logo

მიხეილ სააკაშვილი – ნებისმიერი თანამშრომლობა უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი

პოლიტიკა
1530
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მხარდაჭერას ეხმაურება.

 

“ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი”, –  აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

5 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს პარლამენტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრობის მმართველი გუნდის მიერ შერჩეულ კანდიდატებს დაუჭირა მხარი.

 

კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები