
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის სამტრედიაში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება, როდესაც სოციალურ სააგენტოში მამაკაცი გარდაიცვალა.
“სამტრედიაში, სოციალურ სააგენტოში დაიბარეს სოციალურად გაჭირვებული მოქალაქე და შეატყობინეს, რომ დახმარება მოუხსნეს. (სოციალურ სააგენტოს დავალება აქვს, რომ ნებისმიერ ფასად, დახმარება მოუხსნან 200 ათას ადამიანს).
ამ შემთხვევაში, სააგენტოში მიყვანილ ადამიანს, უკანასკნელი შემოსავლის გარეშე დარჩენის ამბის გაგების შემდეგ, გული გაუსკდა და ადგილზე გარდაიცვალა.
“ოცნება” კლავს და უნდა შევძლოთ ამ მკვლელობის მანქანის შეჩერება!”, – აცხადებს სააკაშვილი.
შემთხვევა სატრედიაში 14 იანვარს მოხდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილ მოქალაქეს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და ის სოციალური დახმარების მიმღები პირი არ იყო.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს