Logo

მიხეილ სააკაშვილი - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას

პოლიტიკა
354
Frontnews image description

ეს ყაჩაღები, რომლებიც გენეტიკურ კოდს უცვლიან ქართველებს რუსების დავალებით, ერს აგონებენ, რომ სტუმართმოყვარეობა დასაშვებია მხოლოდ რუს მოკრივეებთან, მოჭიდავეებთან, კადიროველ ბანდიტებთან და სულ მალე რუს "სალდატებთანაც", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევაა, არამედ სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას.

"ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევაა, არამედ სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას.

ეს ყაჩაღები, რომლებიც გენეტიკურ კოდს უცვლიან ქართველებს რუსების დავალებით, ერს აგონებენ, რომ სტუმართმოყვარეობა დასაშვებია მხოლოდ რუს მოკრივეებთან, მოჭიდავეებთან, კადიროველ ბანდიტებთან და სულ მალე რუს "სალდატებთანაც“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვისთვის" 5000 ლარით დააჯარიმა.

Advertisement