Logo

მიხეილ სააკაშვილი – პოლიტიკოსების აბსოლუტური უმეტესობა აცხადებს ჩემ მიმართ სოლიდარობას, ვინც არ აცხადებს, ეს მათ სინდისზე იყოს

პოლიტიკა
1180
Frontnews image description

სპეციალურად მოხდა პროცესების გადაფარვა, ხაზარაძე-ჯაფარიძის და ჩემი, რათა ხალხამდე სიმართლე არ მივიდეს. ამ დღეებში პირდაპირ ეთერში მიმდინარე სამშობლოს ღალატის მომსწრე ვართ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, თვითგამოცხადებული ორგანოა, რომელსაც არანაირი კანონიერი საგამოძიებო კომისია არ ჰყავს.

“პოლიტიკოსების აბსოლუტური უმეტესობა აცხადებს ჩემ მიმართ სოლიდარობას. ვინც არ აცხადებს, ეს მათ სინდისზე იყოს. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს საქმე იმ ხალხთან, ვინც ყველანაირ სიბინძურეზე წავიდა, ყველანაირ საზიზღრობას ჩაიდენს, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, რასაც უყურებთ ამ ომთან დაკავშირებით, საქართველოს დადანაშაულებასთან დაკავშირებით. ეს ხალხი არა მხოლოდ სიტყვიერად, ფიზიკურ განადგურებაში მონაწილეობს მთელი ეს წლები ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი მებრძოლების და მათი გადაცემული სიებით, ხან ერთ ქვეყანაში აკავებენ 2008 წლის მონაწილეებს, ხან მეორეში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ლაპარაკობენ, მოსახლეობა არ გამოიყვანესო. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო სწორედ მოსახლეობის გამოყვანა, რადგან შემოვლითი გზა რუსულ სპეცრაზმს უკვე ჰქონდა გადაკეტილი. ერთადერთი გზა, რომელიც შეგვეძლო, იყო ცხინვალთან უშუალო სიახლოვეში და იმისთვის, რომ ცხინვალი გაგვეხსნა, ვუპასუხოთ რუსულ აგრესიას, მაშინ ჩვენ უკვე ვუპასუხეთ. ეს ომის დაწყება არ იყო, ყველამ კარგად იცის, რომ ომი მრავალი ხნის დაწყებული იყო. მრავალი წლის უკან ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდა მიმდინარეობს.

სპეციალურად მოხდა პროცესების გადაფარვა, ხაზარაძე-ჯაფარიძის და ჩემი, რათა ხალხამდე სიმართლე არ მივიდეს.

ამ დღეებში პირდაპირ ეთერში მიმდინარე სამშობლოს ღალატის მომსწრე ვართ. საგამოძიებო კომისიის ფორმატი არის ჩემი მოგონილი, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ახლა საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, თვითგამოცხადებული ორგანოა, არანაირი კანონიერი საგამოძიებო კომისია არ ჰყავს. ოლიგარქმა შეასრულა თავისი დანაპირები, რომელიც გასულ წელს, აპრილში რუსთაველზე გამოსვლის დროს თქვა, ის ემზადება ბოდიშის მოსახდელად, ასრულებს იმ დანაპირებს, რაც მისცა ჩვენს დამპყრობელს, რუსეთს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები