მიხეილ სააკაშვილი – პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს, ალბათ, ამანაც გამოიწვია, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, რაც იწვევს ტკივილებს

ავტორი
Front News საქართველო
პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. ალბათ, ამანაც გამოიწვია, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, რაც იწვევს ტკივილებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, მის მიმართ ჩატარებული მკურნალობა გორის ჰოსპიტალში უშედეგო იყო.
“გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი, რეფიდინგის, ანუ კვების აღდგენის პროგრამა მთლიანად ჩავარდა. მე ახლა ვარ იმავე წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, დავიკელი დაახლოებით 12 კგ, დღეების განმავლობაში, პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. ალბათ ამანაც გამოიწვია, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, რაც იწვევას მცირე ტკივილებს ფეხებში, ხელებში. ტკივილგანაყუჩებელი პრეპარატებით ხდება ამის მოხსნა. რესპუბლიკურ სააკადმყოფოში ექიმებმა მითრეს, რომ მდგომარეობა არის მძიმე. გორის ჰოსპიტალიდან უარეს მდგომარეობაში დავბრუნდი, ვიდრე მიმიყვანეს.
ეს საპატიმრო არ არის მორგებული რამის სამკურნალოდ, ეს გასაგებია, მაგრამ მადლობელი ვარ იქაური ექიმების, ასევე მადლობელი ვარ აქაური ექიმის, რომელიმაც გამიკეთა ტკივილგამაყუჩებელი, სხვანაირად ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას.
რაც არ უნდა მომივიდეს, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ, მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, ვიცი, რაზეც მივდიოდი, მინდოდა, საქართველო გადამერჩინა, როგორ გამომივიდა ამას ხალხი და ისტორია განსჯის. გული მეთანაღრება, რომ ვერ ვიყენებ ჩემს პოტენციალს უკრაინის დასახმარებლად, იქ წყდება ჩვენი ბედი, მაგრამ აქაც წყდება ჩვენი ბედი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ადვოკატემა სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა დააყენეს, რომ ექიმებს მიეცეთ საპყრობილეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




