Logo

მიხეილ სააკაშვილი – პრეზიდენტ ზელენსკის ხისტი პოზიცია და მისი ზუსტი ფორმულირებები აბსოლუტურად გამართლებულია და იწვევს აღფრთოვანებას

პოლიტიკა
1184
Frontnews image description

პრეზიდენტ ზელენსკის ხისტი პოზიცია და მისი ზუსტი ფორმულირებები ადრეც და მიმდინარე ვილნიუსის სამიტზეც არის აბსოლუტურად გამართლებული და იწვევს აღფრთოვანებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

 

“ბუქარესტის სამიტის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც NATO-ს წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს ბუნდოვანმა პოზიციამ განაპირობა ომი საქართველოში და შედეგად ტერიტორიების დაკარგვა, ყირიმის დაპყრობა და აგრეთვე სრულმასშტაბიანი, დაუნდობელი, სისხლიანი ომი უკრაინაში, რომელიც დღესაც გრძელდება.

 

პრეზიდენტ ზელენსკის ხისტი პოზიცია და მისი ზუსტი ფორმულირებები ადრეც და მიმდინარე ვილნიუსის სამიტზეც, რომ უკრაინა გარდაუვალად უნდა მიიღონ NATO-ში, არის აბსოლუტურად გამართლებული და იწვევს აღფრთოვანებას.

 

საჭიროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას”, – წერს სააკაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები