
ავტორი
Front News საქართველო
პუტინი არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ტერიტორიების დამპყრობელი და მისი მხრიდან ასეთი პირდაპირი დადანაშაულება ჩემი, პირდაპირ მიუთითებს თუ ვისი მითითებით არის ეს საქმე აღძრული, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
“დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ამასწინათ დსთ-ის ნარჩენების სხდომაზე პუტინმა დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის წვლილი და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა იმ მოვლენებს, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, რომელსაც თქვენ არჩევთ ამ ე.წ სისხლის სამართლის საქმის გარჩევისას.
ვიცით, რომ პუტინი არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ტერიტორიების დამპყრობელი და მისი მხრიდან ასეთი პირდაპირი დადანაშაულება ჩემი, პირდაპირ მიუთითებს თუ ვისი მითითებით არის ეს საქმე აღძრული.
თქვენ იცით, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არის სანქცირებული როგორც ფსბ-ს აგენტი და ყველაფერი გასაგებია, თუკი ვინმეს რამეს გაგება უნდა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს