
ავტორი
Front News საქართველო
ქართველებო, არა მხოლოდ უკრაინელებს არ უნდა ვუღალატოთ, რომელთაც ჩვენთვის არასდროს უღალატიათ, არამედ პირველ რიგში, საქართველოს ერთგულები უნდა დარჩეთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“ჯერ თბილისის და ბათუმის აეროპორტები ავაშენეთ გიორგი კარბელაშვილთან ერთად.
ალბათ, ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ქუთაისის აეროპორტი 2008-ში რუსეთის მიერ 500 კილოგრამიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის მაგივრად რომ ავაშენეთ, ვერა ქობალიას და რამაზ ნიკოლაიშვილის აქტიური დახმარებით. ავიყვანეთ ჰოლანდიური არქიტექტორული კომპანია, ძალიან მეჩქარებოდა, რომ ამათ მოსვლამდე ამეშენებინა და საერთაშორისო სტატუსი მიგვეცა.
უკვე ბევრჯერ ვნანობ ამ აეროპორტების არსებობას, პირველად ქართველების მასობრივად გასვლის გამო და ახლა რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო.
ქართველებო, არა მხოლოდ უკრაინელებს არ უნდა ვუღალატოთ, რომელთაც ჩვენთვის არასდროს უღალატიათ, არამედ პირველ რიგში, საქართველოს ერთგულები უნდა დარჩეთ”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს