მიხეილ სააკაშვილი – ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა დაიცვას თავისი ღირსება, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ცვლილებები ამ ერთიანობით


ავტორი
Front News საქართველო
ამ რთულ პერიოდში არის ისტორიული შანსი და ფანჯარა, რომელიც მალე მოიკეტება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სწრაფი განვითარების გაგრძელების, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ მზადდებოდა მზაკვრული გეგმა, რომლის განხორციელება უკრაინამ შეაფერხა.
“არ უნდა დავკომპლექსდეთ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ ომის პარტია. ჩვენ ვართ არა ომის პარტია, არამედ საქართველოს გადარჩენისა და დაცვის პარტია.
საქართველოსთვის მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე, ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში გაიხსნა ასობით ოფისი, პრორუსული ორგანიზაციების მაგრამ ზელენსკიმ დროზე მოხურა, ზუსტად ასევე გაიხსნა საქართველოში და თქვენ რა გგონიათ, ეს ოფისები საარჩევნოდ გახსნეს? ეს ოფისები გახსნეს, ზუსტად უკრაინაში შეჭრის წინ, რომ როგორც კი უკრაინას მოამთავრებდნენ, შემოჭრილიყვნენ აქ. დღეს უკრაინა გადაეყარა გზაზე ამ მზაკვრულ გეგმას, მაგრამ დღეს ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინელების იმედზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მისი გეგმა მარტივია და არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს, ეს არის ხალხის ერთიანობა და ცვლილებების მოთხოვნა.
“ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა დაიცვას თავისი ღირსება, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეები ომობდნენ, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ცვლილებები ამ ერთიანობით. ვერაფერი აღუდგება, როდესაც ადამიანები დგანან, ერთმანეთს ხელს ჩაკიდებენ, მიუხედავად ყველა განსხვავებისა. თავისუფლად შეიძლება იყოს 200 ათასი ადამიანი და არა მორიგი აქცია 20 – 30 ადამიანით.
მოითხოვონ ცვლილებები, მოითხოვონ ის, რაც ეკუთნით, რომ დაუბრუნდეთ თავიანთი ქვეყანა. ამ რთულ პერიოდში არის ისტორიული შანსი და ფანჯარა, რომელიც მალე მოიკეტება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სწრაფი განვითარების გაგრძელების.
დღეს ჩვენ ვართ ჩიხში, ყველამ უნდა ჩავკიდოთ ხელი და გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია. ამას მივუძღვენი მე ჩემი სიცოცხლეც და ჩემი ჯანმრთელობაც, ვაგრძელებ ბრძოლას მიუხედავად იმისა, რააც იქნება ეს გართულებები და ის უბედიურება, რომელიც მე შეიძლება დამატყდეს თავს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი