
ავტორი
Front News საქართველო
ეტყობა, რაღაცისთვის მიმიღწევია ცხოვრებაში, რადგან ყველაფერს იგლიჯავს პუტინი, რომ ბუქარესტის სამიტის ფორმულირება გააუქმოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“თქვენ იცით, რომ გუშინ და გუშინწინ ბრიუსელში იმართებოდა ნატოს და რუსეთის შეხვედრა, სადაც რუსეთი მოითხოვდა ამოეღოთ ის ფორმულირება, რომელიც მე, პოლინეთის პრეზიდენტმა კაჩინსკიმ, ამერიკელების დახმარებით 2009 წელს გავიტანე ბუქარესტში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. როგორ გგონიათ, რატომ ვიმყოფები მე დღეს ციხეში?
გამოიცანით, რის გამო იმყოფება სააკაშვილი ციხეში, ბუქარესტის სამიტის ფორმულირების გამო, ყველაფერს იგლიჯავს პუტინი, რომ ეს ფორმულირება გააუქმოს, როგორც ჩანს, რაღაცისთვის მიმიღწევია ცხოვრებაში, არა?”, – განაცხადა სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს