მიხეილ სააკაშვილი - ყველაფერი გავაკეთე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხისთვის ამეხსნა თუ რა ელოდა ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში

ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერი გავაკეთე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხისთვის ამეხსნა თუ რა ელოდა ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ივანიშვილს ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მას კი ხალხი უყვარს.
"ახლა მუდმივად მადანაშაულებენ თუ რატომ არ ვიმოქმედე უფრო ძალისმიერად 2011-2012-ში, როცა ვხვდებოდი იმ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენდა ივანიშვილი.
სინამდვილეში ყველაფერი გავაკეთე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხისთვის ამეხსნა თუ რა ელოდა ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში.
მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ ამისთვის სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტო.
ივანიშვილი რომ სხვა მეთოდებით გამეჩერებინა, ნიშნავდა იმას, რომ მას დავემსგავსებოდი და დიქტატურა დამემყარებინა.
მე კი ამას ვერ გავაკეთებდი მარტივი მიზეზის გამო - მე და ივანიშვილი რადიკალურად განვსხვავდებით. მას ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მე კი ხალხი მიყვარს. ამიტომ ნამდვილად ვერ ვიმოქმედებდი ისე როგორც ეს საშიში ბოროტმოქმედი იქცევა. იმედია გამიგებთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


