მიხეილ სააკაშვილი - ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა ზედიზედ მეოთხედ წააგო, რუმინეთში, მოლდოვაში, საფრანგეთის მუნიციპალურ არჩევნებში და ახლა უნგრეთში. ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"ძალიან მაგარი ამბავი მოხდა. გუშინ, როცა ჩვენთან და უკრაინაში აღდგომას აღვნიშნავდით, როგორც სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, ივანიშვილს და ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით.
ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა. ზიზღის პლაკატები, "კაცი - კაცია და ქალი - ქალია", აღვირახსნილი კორუფცია, ანტი ევროპული რიტორიკა, შავი პიარის კონსულტანტები ისრაელიდან, ომით დაშინება. გუშინ, ყველაფერმა ამან არ უშველა და მან კრახი განიცადა უნგრეთში.
"ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!"
ეს ხმა უკვე ისმის და მის გასაგონად მზად უნდა ვიყოთ. მიუხედავად ბევრი მსგავსებისა არსებობს მთავარი განსხვავება - უნგრეთში საარჩევნო დღეს გაყალბებები არ ხდება და იქ არ არიან პოლიტპატიმრები.
ორბანი მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის იყო და რჩება პოლიტიკოსად. ჩვენთან საქმე გვაქვს კლასიკურ კრიმინალთან, მაგრამ ბოლო მაინც ერთი ექნებათ. ვუსამძიმრებ მათ საერთო პატრონს პუტინს და ვულოცავ უნგრელებს, უკრაინელებს და ქართველებს ამ ისტორიულ გამარჯვებას.
რუსეთმა ზედიზედ მეოთხედ წააგო, რუმინეთში, მოლდოვაში, საფრანგეთის მუნიციპალურ არჩევნებში და ახლა უნგრეთში. ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე", - წერს სააკაშვილი.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანი თანამდებობიდან გადადგება.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




