მიხეილ სააკაშვილი – რა საცოდავები და დაშინებულები არიან, მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის მატლმა გონიოში წარადგინა ზუსტად ის პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2010 წელს და რომელიც უნდა დამთავრებული 2014-ში. ერთადერთი ამოიღეს ხიდი, რომ ბოლომდე იდენტური არ ყოფილიყო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“რენდერის გაკეთებაც ვერ შეძლეს, ამ “დროშა ვერ დაკიდენ” სასტავმა.
რა საცოდავები და დაშინებულები არიან, მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ.ოღონდ დაავიწყდათ ასევე ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურის, სადაც უნდა ყოფილიყო 100 ახალი საწარმო და ის ხიდიც ულამაზესი იყო, რომელიც ჩვენ მაშინ დავაპროექტეთ და უკვე ვიწყებდით მშენებლობას. ბათუმის აეროპორტი გადადიოდა სოფელ მერიაში და ბათუმის აეროპორტიც უერთდებოდა გონიოს ამ ზონას, სადაც იქნებოდა არა რუსების აგარაკები, როგორც ესენი აპირებენ, არამედ ფინანსური დიდი ზონა, სადაც ქართველები ძალიან მაღალ ხელფასებს მიიღებდნენ და ბევრ ფულს გააკეთებდნენ – მაგრამ ივანიშვილის საქართველოში ბევრი ფულის გაკეთება სხვისთვის არ შეიძლება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილს”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს