
ავტორი
Front News საქართველო
თურქმენეთში ყველაზე უკეთესად მე დამხვდნენ. რატომ მეპყრობოდნენ ასე განსაკუთრებულად? იმიტომ, რომ მე მათ თვალში ვიყავი ამერიკის პრეზიდენტის მეგობარი, ევროპული ორიენტაციის სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, იქ იყო ათამდე სახელმწიფოს ლიდერი, მაგრამ ყველაზე კარგად მას დახვდნენ.
"აშხაბადის კოშმარზე გამახსენდა ჩემი 2008 წლის შემდეგი ვიზიტი თურქმენეთში, დღევანდელი მმართველი კლანის უფროსის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე, თურქმენბაშის გარდაცვალების შედეგ.
იყო ათამდე სახელმწიფოს ლიდერი (რუსეთი ნარიშკინის დონეზე იყო წარმოდგენილი) და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე უკეთესად მე დამხვდნენ, მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში, თავისი ოქროს ტუალეტით, დამატარებდნენ თურქმენბაშის მანქანით.
რატომ მეპყრობოდნენ ასე განსაკუთრებულად? იმიტომ, რომ მე მათ თვალში ვიყავი ამერიკის პრეზიდენტის მეგობარი, ევროპული ორიენტაციის სიმბოლო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს