
ავტორი
Front News საქართველო
მინდა ყველას ვუთხრა, რაც შეეხება ჩამოსვლისა და ღალატის საკითხს, ეს არ ეხება არცერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს და უნდა შეწყდეს ამაზე სპეკულაცია. როცა დრო მოვა, აუცილებლად დავასახელებ იმ კაცს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"ვიღაცებმა ეჭვი მიიტანეს ნიკა მელიაზე, ის არაფერ შუაშია. ჩემი ლოგისტიკის საქმის კურსში მელია საერთოდ არ იყო. მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე.
ასე რომ, შევეშვათ ერთმანეთზე ეჭვიანობას და რაც შეეხება იმ კაცს ვინც მე ვიგულისხმე, იმას უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს", - წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს