
ავტორი
Front News საქართველო
რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მას შეუძლია საქართველოში ინვესტიციების შემოტანა და ეკონიმიკის განვითარება.
“მე შემიძლია საქართველოში 10 მილიარდი დოლარის შემოტანა. ეს ნიშნავს, რომ ამათი „ბლეფი“ დასაქმება კი არ არის, არამედ არის დასაქმება ნამდვილი, მინიმუმ 1000 დოლარიანი ხელფასი, რომ არცერთ ქართველს არ მოუხდეს წასვლა საზღვარგარეთ, პოლონეთში „ტაქსაობა“ 800 ევროდ, 400 ევროს სახლში აგზავნის და 400 ევროს იტოვებს და ა.შ. ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც კი იქნება რიგგარეშე არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება. რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა უნდა, შევეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს