მიხეილ სააკაშვილი – როგორ წარმოგიდგენიათ აქ ჩემი სიმართლის დაცვა, სანამ ამ გისოსის უკან ვარ, რომელიც ლურჯად არის შეღებილი?


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ლურჯი სამართალი, “ოცნების” ფერის სრული უსამართლობა – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან გააპროტესტა სასამართლო სხდომის დაგვიანებით დაწყება. მისი თქმით, მას არ აქვს ბევრი დრო და არ სურს 4 საათი სადღაც სარდაფში “მოაქუჩონ”.
“თქვენ ყველაფერს აკეთებთ ისე, როგორც ხელისუფლებისათვის არის კომფორტული და არა ისე, როგორც ხალხისთვის არის კომფორტული”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მისი წინა გამოსვლილის შესახებ მოისმინა შეფასება, რომ 2003 წელში ჩარჩენილი ადამიანის საუბარი მოისმინეს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის კი არ ჩარჩა 2003 წელში, არამედ ქვეყანა დააბრუნა ამ ხელისუფლებამ იმ დროში და მართალი იყო გიგი უგულავა თავის შეფასებაში პოლიციის მიმართ, რის გამოც ის 29 ნოემბერს დააკავეს.
“ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით როგორც პიჯაკების ქურდს, იმისათვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე, ან ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა ყველგან, სადაც მივდიოდი და ვინც ჩამოდიოდა, კარგად დახვედრა, ეს არის ქართველების ინსტიქტი და რუსებისთვის ეს გაუგებარია, ესენი რუსები არიან. რუსი თვლის, იქ რომ ჩადიხარ, რუსს უნდა ასიამოვნიო, აქ რომ ჩამოდიან რუსს უნდა ასიამოვნო. მე მინდა მივმართო ხალხს, ამიტომ ვარ ჩამოსული საქართველოში, მეგობრებო, მე ვიცი რომ ბევრი ხართ უკმაყოფილო. ჩვენ ჩავატარეთ რეფორმები, რომლის შედეგად ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ეს არ იყვნენ მხოლოდ კორუმპირებული პოლიციელები და ლექტორები. ეს იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც შემცირებებში, ზოგი ასაკობრივ დისკრიმინაციაში მოყვნენ. მე ამ ხალხის მესმის და ეს ხალხი რატომ არის გაბრაზებული მესმის, მე შემიძლია მათ შევხვდე და განვიხილო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ეს მე როდესაც აქ ვარ ჩემს სამშობლოში პუტინის ტყვე, როგორ წარმოგიდგენიათ აქ ჩემი სიმართლის დაცვა, სანამ ამ გისოსის უკან ვარ, რომელიც ლურჯად არის შეღებილი? ეს არის ლურჯი სამართალი, ანუ ოცნების ფერის სრული უსამართლობა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი – ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ, ამისთვის ვარ მე აქ, მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ

მიხეილ სააკაშვილი – ის, რომ მე არ შემიძლია მოქმედება, ჩემი ყველაზე დიდი სასჯელია

ნიკა გვარამია – მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან ცუდად, ეს რეჟიმი ამ კაცს მოკლავს