Logo

მიხეილ სააკაშვილი – რომელი პოლიტიკოსია დღეს მსოფლიოში, რომელიც ორ ქვეყანაშია ლიდერი და მისი სახელი ყველას ესმის

პოლიტიკა
1464
Frontnews image description

მე ვარ რეგიონული ლიდერი! გიორგი სააკაძის შემდეგ რომელი ქართველი იყო ორ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ლიდერი?, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში მას ზვიად გამსახურდიას მსგავსად თავგანწირვაც შეუძლია. 

 

„დღეს მე ვარ რეგიონული ლიდერი, ყველას პატივისცემის მიუხედავად, გიორგი სააკაძის შემდეგ რომელი ქართველი იყო ორ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ლიდერი?! რომელი პოლიტიკოსია დღეს მსოფლიოში, რომელიც ორ ქვეყანაშია ლიდერი და მის რეფორმებს რეგიონული მასშტაბით ყველა იმეორებს და მისი სახელი ყველას ესმის. შეგიძლიათ ჩემს „ფეისბუქზე“ შეხვიდეთ. მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, აღმოსავლეთ ევროპა უყურებენ და დღემდე საუბრობენ ქართულ სასწაულზე. ყველაფერი ეს წყალში უნდა გადავყარო და მერე რა?  თუ საჭიროა, ციხეშიც წავალ, თუ საჭიროა თავის გადადება და თავის გაწირვა, ზვიად გამსახურდიამ გააკეთა ეს და მე  ნამდვილად იგივე პასუხისმგებლობა მაქვს და არანაკლები  საქართველოს წინაშე, რაც ზვიად გამსახურდიამ გააკეთა, მაგვრამ ჩვენ გვინდა ვიცოცხლოთ, ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ და სხვაც ვაცოცხლოთ, სიღარიბე და უბედურება ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ“, – განაცხადა  სააკაშვილმა.

Advertisement