მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“რუსთავის ციხეში მივიდა გორიდან ესკორტი” – წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე.
იქამდე მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიალიდან გაიტაცეს.
„მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან გაიტაცეს. მიმართულება – უცნობია. მისი მდგომარეობა – უცნობია“, – წერს ნიკა გვარამია.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში ორი დღის წინ უნდა გადაეყვანათ, თუმცა მაშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც გადაყვანა შეჩერდა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




