მიხეილ სააკაშვილი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას

ავტორი
Front News საქართველო
სააპელაციო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მას წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი.
"სააპელაციო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას.
მე წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი, რადგან არ მომეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა.
მათ ეშინიათ სიბნელეში სინათლის გამოჩენის, სწორედ ამიტომ ვყავარ მათ დატყვევებული და ახლა უკვე შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამასთან, შემიზღუდეს ელემენტარული საპროცესო უფლებებიც“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 17 მარტს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, თავისუფლების 4,6 წლით აღკვეთა მიესაჯა, მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში, თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა. სააპელაციო სასამართლომ კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




