Logo

მიხეილ სააკაშვილი საკვების და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს

პოლიტიკა
1437
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილი საკვებს და მედიკამენტებს არ იღებს. პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მასთან უცხოელი მედიკოსების შეშვებას ითხოვს. 

 

კლინიკა “ვივამედში” დღეს ექიმი ლახანი ამერიკელ ნობელიანტ ექიმთან ჯეიმს კობისთან ერთად მივიდა, თუმცა ექიმები მასთან პალატაში შესვლას ვერ ახერხებენ. 

 

ამერიკელი ადვოკატის მასიმო დი ანჯელოს განცხადებით, გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილმა ისევ შიმშილობა დაიწყოს. 

 

“ჩვენ ისევ ველოდებით ექიმ კობისთვის ნებართვის მიცემას,  რომ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი არ იღებს საკვებს. საკვები მას მიუტანეს, მაგრამ არ მიუღია. 

 

გუშინ მომხდარი ინციდენტი, როდესაც პროკურორები და მოსამართლე შევიდნენ მის ოთახში, ასევე მიუღებელია.  ექიმები შიშობენ, რომ შესაძლოა, სააკაშვილმა ისევ გამოაცხადოს შიმშილობა“,   – განაცხადა მასიმო დი ანჯელომ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები