მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა კიდევ ექვსმა ადამიანმა დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა კიდევ ექვსმა ადამიანმა დაიწყო.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და ღამე იქ გაატარეს. მათი თქმით, პროტესტი უწყვეტი იქნება, სანამ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
3 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. ის ამბობს, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. ხოშტარიას შემდეგ, შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდაზე ირაკლი გოგუაძემ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი