მიხეილ სააკაშვილი – სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით, მზად ვარ სიკვდილისთვისაც


ავტორი
Front News საქართველო
მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის მე-20 დღეს აცხადებს თავის მიმართვაში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.
მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ვიდრე ციხეში იქნება, ის საკვებს არ მიიღებს.
“ჩემი პოზიცია შიმშილოვასთან დაკაშირებით არის შემდეგი -. ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი შემდეგი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან თავის დაღწევაში, ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ დაზარალებულიყო. ასევე მოვუწოდე სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ და ვშიმშილობ მხოლოდ მე, ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმასაჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე.
სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით, მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ, ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რათა სანამ შემეძლება გამოვადგე საქართველოს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი