
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე “ასამართლებენ”, ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპველი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, თანაც ნიშანდობლივია, რომ შეწყალების საქმეებზე.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე “ასამართლებენ”. ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპველი.
ამ თამაშ-თამაშში ოლიგარქი ბოლოს უღებს ყველაფერს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დარჩა. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამის შეჩერებას.
იმედია, თავად სალომე ზურაბიშვილიც ხვდება სიტუაციის სიმძიმეს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, თუნდაც როგორც რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შემთხვევაში და სხვადასხვა თანამდებობებზე კანდიდატების არდამტკიცების მიმართულებით. ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ რიტორიკა ვერ უშველის ვერც ქვეყანას და ვერც პირადად მას”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს