მიხეილ სააკაშვილი – საქართველოსთვის სოხუმის გზა გადის კიევზე, რომელიც დღეს თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია – ჩემი ქალაქი

ავტორი
Front News საქართველო
მას შემდეგ, რაც უკრაინა გარდაუვლად გაიმარჯვებს ამ ომში, ეს გახსნის გზას ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფი, მშვიდობიანი (!) რეინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“მე მეზიზღება ომი. ომი ნგრევაა, მე კი შენება მიყვარს. ჩვენ არ ვართ ომის პარტია, მაგრამ როდესაც 2008 წელს თავს დაგვესხნენ, ისევე დავიცავით თავი, როგორც ამას გმირულად აკეთებენ ჩემი უკრაინელი თანამოქალაქეები.
მაგრამ მე, ზოგიერთებისგან განსხვავებით, არ დამვიწყებია არც აფხაზეთი და არც ცხინვალი და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც უკრაინა გარდაუვლად გაიმარჯვებს ამ ომში, ეს გახსნის გზას ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფი, მშვიდობიანი (!) რეინტეგრაციისთვის. ასევე, მოლდოვა დაიბრუნებს დნეტრისპირეთს და საერთოდ სხვა მსოფლიო და რეგიონული წესრიგი იქნება.
ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ საქართველოსთვის სოხუმის გზა გადის კიევზე, რომელიც დღეს თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია – ჩემი ქალაქი. დიდება უკრაინას!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




