Logo

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად არ ჩართეს

სამართალი
1028
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად არ ჩართეს.

 

“პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს  მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა”, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წერილშია აღნიშნული, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომაზე წაიკითხა.

 

მან ასევე მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წაიკითხა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

 

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა და მიზეზად სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა დაასახელა.

 

მოსამართლის თქმით, ის მზად არის, პროცესი “ვივამედშიც” ჩაატაროს, თუ ჩართვა ვერ მოხერხდება, თუმცა უმჯობესია ეს საკითხი მოგვარდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შუამდგომლობაზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

Advertisement