მიხეილ სააკაშვილი – სიკვდილის დამარცხების ერთადერთი გზა, არის ივანიშვილის დამარცხება – ძალიან მალე საქართველოში…


ავტორი
Front News საქართველო
წარმოუდგენელია ივანიშვილი, ტიკარაძე, “მუშკეტერები” როგორ იძინებენ ღამე, თუ მართლა რაღაც ადამიანური შერჩათ, იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება მრავალი ათასი ადამიანის სიკვდილს – ივანიშვილი და სიკვდილი გახდნენ სინონიმები, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“ღმერთის როგორ არ ეშინიათ, როცა მათი გადაწყვეტილების პირდაპირ შედეგად, ყოველ დღე, ამდენი ადამიანი ტანჯვით კვდება.
საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილის რაოდენობით, ახლა, მას შემდეგ, რაც მრავალი მილიარდი, რომელიც გამოყო საერთაშორისო თანამეგობრობამ კოვიდთან საბრძოლველად დაიხარჯა, ამათი ვილების მშენებლობაზე.
სიკვდილის დამარცხების ერთადერთი გზა, არის ივანიშვილის დამარცხება – ძალიან მალე საქართველოში…”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს