მიხეილ სააკაშვილი - სუსი აპირებს "ნაციონალური მოძრაობის", განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში


ავტორი
Front News საქართველო
მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას - "ნაციონალური მოძრაობის", განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
მისივე თქმით, მისი გუნდის ამოცანა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო და შემტევითი ფრონტის შექმნაა.
"მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას - "ნაციონალური მოძრაობის", განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, "ლიდერშიფის" დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის.
ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს.
ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შემტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან - უბრალოდ პროვოკატორი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს