
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვაზე აშშ გვაძლევს მხოლოდ 25 მილიონს, რაც კატასტროფაა, ვინაიდან შევარდნაძის დროსაც კი 66 მილიონი გვეძლეოდა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩემს დროს, საქართველო მსოფლიო ქვეყნების სამეულში შედიოდა ამერიკული დახმარების მიღების კუთხით. ამ დახმარების ძირითადი ნაწილი ეძლეოდა მთავრობას გზების ასაშენებლად, ამერიკული უნივერსიტეტის შესაქმნელად და ა.შ.
გუშინ ბაიდენმა გამოაცხადა ახალი ბიუჯეტის პროექტი, სადაც უკრაინას ეძლევა 7 მილიარდი, ხოლო საქართველოს მხოლოდ 126 მილიონი. აქედან 88 ეძლევა არა მთავრობას, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებს დემოკრატიისთვის საბრძოლველად. თავისთავად, ეს მოწმობს სრულ უნდობლობაზე ხელისუფლების მიმართ.
თავდაცვაზე კი გვაძლევენ მხოლოდ 25 მილიონს, რაც კატასტროფაა, ვინაიდან შევარდნაძის დროსაც კი 66 მილიონი გვეძლეოდა. აი ეს არის სრული ჩიხი. უნდა ვიმოქმედოთ, თან დაუყოვნებლივ!“, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს