Logo

მიხეილ სააკაშვილი – თქვენ გამოძრავებთ კეთილშობილური მოტივები, ქვეყნის სიყვარული და ღირსება და სიამაყე, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ

პოლიტიკა
437
Frontnews image description

უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა,  უფრო თავისუფალი და უფრო მობილიზებულები, ვიდრე ჩვენ  ვიყავით – ასე მიმართავს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ათონელის რეზიდენციასთან შეკრებილებს.

 

“არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ, კოალიციურ საქართველის ხელისუფლებას, როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის ან შუა აზიის მთავრობებს.

 

უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა, უფრო თავისუფალი და უფრო მობილიზებულები, ვიდრე ჩვენ  ვიყავით. მე დავკავდები ინვესტიციის მოზიდვებით ლაზიკაში და განათლებაში.  

 

დღეს ბევრი ნიჭიერი და გენიალური ადამიანი შეიკრიბა პრეზიდენტის სასახლესთან, თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ, თოვლის გუნდის ეფექტით მეტი და მეტი ხალხი შეგიერთდებათ. თქვენ გამოძრავებთ კეთილშობილური მოტივები, ქვეყნის სიყვარული და ღირსება და სიამაყე.  თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ, წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ! წარმატებები თქვენ და მთელ საქართველოს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები