Logo

მიხეილ სააკაშვილი – თუ ჩვენ არ გამოვალთ ყველანი ქუჩებში და არ მოვახერხებთ ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებიდან, საქართველო დაღუპულია

პოლიტიკა
28.03.2022 / 16:22
Frontnews image description

თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, არ გამოვალთ ყველანი ქუჩებში და არ მოვახერხებთ ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებიდან, საქართველო დაღუპულია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. 

 

მისი თქმით, „ომის პარტია“ არის ის,  ვინც ქადაგებს უძლურებას, ვინც  იწვევს დამპყრობელს აქ შემოსასვლელად.

 

„როდესაც საუბრობენ,  რომ ჩვენ ვართ „ომის პარტია“, მთავრობა, რომელიც გამოდის და იძახის, რომ ერთ საათში აგვიღებენ, რად გვინდა ჩვენ ჯარი, ისინი არიან „ომის პარტია“. ვინც ქადაგებს უძლურებას, ის იწვევს დამპყრობელს აქ შემოსასვლელად. მთავარსარდალი, რომელიც გამოდის და მრავალი წლის განმავლობაში იძახის, რომ ქართველი ჯარია დამნაშავე და არც კი გაუხარდა ჰააგაში ჩვენი სრული გამარჯვება, ის არის ომის პარტია. ომის პარტია არის ყველა ის, ვინც მიწასთან ასწორებს ჩვენს ჯარისკაცებს და ვინც იძახის, რომ საქართელოში არ არის პერსპექტივა მომავლის. მე ზუსტად ვიცი, როდესაც ჩვენ ვიბრძვით ირპენში, და ჩვენ ვიბრძვით ირპენში, რადგან ჩვენი მოხალისეები, რომლებსაც აქ უპირებენ გასამართლებას, იბრძვიან იქ, როგორც ბახვა ჩიქობავა, რომელმაც ლეგენდები დატოვა უკრაინაში, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ფორე მოსულიშვილმა იტალიაში“ , – განაცხადა სააკაშვილმა. 

 

მისი თქმით, საქართველო არის გმირების ქვეყანა, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში მას პერსპექტივა არ გააჩნია.

„ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება. საქართველოში დედები მუდმივად შობენ გმირებს. ხო შეხედეთ რატიანის გმირი დედის მაღლა აღმართულ მუშტს. მე შევხვედრილვარ ანწუხელიძის დედას და ვიცი, რა განწყობის ქალბატონი იყო. მე ვყოფილვარ არაერთხელ ძმები რომელაშვილების მამასთან სახლში და ვიცი, რა მაგარი კაცია და როგორ ამაყობს იმით, რაც გააკეთეს მისმა შვილებმა.

 

საქართველო არ არის ჯაბანთა სამშობლო, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ, იმის თქმით, რომ „მთავრობა არ გამოხატავს ჩვენს ინტერესებს“. როდესაც უკრაინელები გვეუბნებიან, თქვენთვისაც ხო ვიბრძვით, ნუ გვლანძღავთ მაინც, თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, სამუდამოდ ეს მთავრობა დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, თუ ჩვენ  არ გამოვალთ ყველანი ქუჩებში და არ მოვახერხებთ ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებიდან, საქართველო დაღუპულია. საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში. დავამთავროთ პარლამენტარიზმის თამაში, – „ჩვენ ამ მთავრობას ვაიძულებთ, გავაკეთებინებთ“… – რას გააკეთებინებთ, ვის გააკეთებინებთ, მოღალატეები არიან, რუსების პირდაპირი დასმული შნირები არიან“, –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები