Logo

მიხეილ სააკაშვილი - თუ პუტინი ბუდაპეშტში უარს იტყვის დაზავებაზე, ამერიკა მთელი ძალით ამუშავდება უკრაინის სამხედრო გამარჯვებაზე

უკრაინა
563
Frontnews image description

თუ პუტინი ბუდაპეშტში უარს იტყვის დაზავებაზე, ამის შემდეგ ბევრად მეტი ამერიკული იარაღი შევა უკრაინაში და ამერიკა მთელი ძალით ამუშავდება უკრაინის სამხედრო გამარჯვებაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

მისივე თქმით, ტრამპის და პუტინის შეხვედრა ბუდაპეშტში ამერიკელების მხრიდან უზარმაზარი წნეხის ფონზე გაიმართება.

"ტრამპმა დაგეგმა ახალი შეხვედრა პუტინთან, მაგრამ, თუ ეს შეხვედრა საერთოდ შედგება, ამჯერად ეს აღარ იქნება ალასკა.

ბუდაპეშტში შეხვედრა გაიმართება ამერიკელების მხრიდან უზარმაზარი წნეხის ფონზე.

უკრაინა ამერიკელების მიერ მიცემული კოორდინატებით ბომბავს რუსეთის ტერიტორიას, ტრამპმა ინდოეთს, რომელიც ჩინეთის შემდეგ რუსული ნავთობის მეორე მყიდველია, აიძულა წლის ბოლოსთვის უარი თქვას რუსულ ნავთობზე და უკრაინა ძალიან ახლოსაა "ტომაჰავკების" მიღებასთან.

თუ პუტინი ბუდაპეშტში უარს იტყვის დაზავებაზე, ამის შემდეგ ბევრად მეტი ამერიკული იარაღი შევა უკრაინაში და ამერიკა მთელი ძალით ამუშავდება უკრაინის სამხედრო გამარჯვებაზე", - წერს სააკაშვილი.

16 ოქტომბერს, ტრამპსა და პუტინს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის შემდეგ, ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ დათანხმდა პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრას. აშშ-სა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის მოსამზადებელი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება.

Advertisement