Logo

მიხეილ სააკაშვილი – უახლოეს ხანში ამზადებენ საბოლოო გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ეკლესიის

პოლიტიკა
562
Frontnews image description

საქართველოს არჩევნებისთვის რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება. რაც ვიცი, ისინი უახლოეს ხანში ამზადებენ საბოლოო გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იყვნენ იდეოლოგიურ მზადყოფნაში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთის მიზანი საქართველოში პროვოკაციების მოწყობააა.

 

“რუსული რეჟიმის შურისძიებაა ის, რაც აქ ხდება. საქართველოს არჩევნებისთვის რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება. რაც ვიცი, ისინი უახლოეს ხანში ამზადებენ საბოლოო გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იყვნენ იდეოლოგიურ მზადყოფნაში, ისევე, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

მან გასული წლის 8 მარტის აქციებსა და ე.წ. რუსულ კანონზეც ისაუბრა. მისი თქმით, შარშანდელი მარტის აქციები სწორი მიმართულების იყო. 

 

“ერთი წელია, გასული 8 მარტის გამოსვლებიდან,  პროტესტები ყველა მთავრობის დროს ხდებოდა და მიმაჩნია, რომ 8 მარტის პროტესტი იყო სწორი მიმართულების და მინდა, იმ ახალგაზრდებს დიდი მადლობა გადავუხადო,  რომლებმაც რუსული კანონის მიღება არ დაუშვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები