
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელები, როგორც წესი, კარგად არიან ინფორმირებული და პროპაგანდას არ უჯერებენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“ივლისის დასაწყისიდან დონბასშიც კი რუსები პრაქტიკულად ვერ წავიდნენ წინ. მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე უკრაინელები გაათავისუფლებენ ხერსონს, ერთადერთ რეგიონულ ცენტრს, რომელიც შემოჭრის შემდეგ აიღეს რუსებმა.
რუსეთს დარჩა არტილერიის 4-5 თვის მარაგი მაშინ, როცა უკრაინის საარტილერიო არსენალი მუდმივად იზრდება.
ძირითადი იარაღი დასავლეთიდან უკრაინაში შევა შემოდგომაზე.
ჩემთვის მაინც მთავარი მაჩვენებელი არის ის, რომ უკრაინელების 90%-ზე მეტს სჯერა გამარჯვების. უკრაინელები, როგორც წესი, კარგად არიან ინფორმირებული და პროპაგანდას არ უჯერებენ. ისინი საკუთარ ინფორმაციას და დასკვნებს ეყრდნობიან”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს