
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” პრეზიდენტობისთვის თეა წულუკიანს, პრემიერობისთვის კი კახა კალაძეს ამზადებს.
სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებას წულუკიანის პრეზიდენტობა სჭირდება იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად პოლიტპატიმრები არ შეიწყალოს.
“მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. წულუკიანი სჭირდებათ იმისთვის, რომ არასდროს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა.
არჩევნებამდე უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერობისთვის, იმიტომ, რომ სჭირდებათ შიგნით გადაჯგუფება. მთავარია, არაფერი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას და კალაძეც ყურებით ჰყავთ რუსებს დაჭერილი, განსაკუთრებით გაზპრომის კონტრაქტით და მთელი იმ პროდუქციით, რომელმაც წალეკა თბილისის მერია, ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო და სადაც ეს კლანი კორუფციული არის ძალიან აქტიურად ჩართული”, – განაცხადა სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს