მიხეილ სააკაშვილი – ვაი თქვენს პატრონს! მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული “პროკურატურისგან”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის ჩვენებასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას ეხმაურება.
“ვაი თქვენს პატრონს!
მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული “პროკურატურისგან”.
აი, ამ აბსურდულმა და ამორალურმა ბრალდებამ არ უნდა დაგანახოთ, რომ ყველა სხვა საქმე ჩემს მიმართ შეთითხნილია და თითიდანაა გამოწოვილი და რომ აბსოლუტურად ტყუილად მამყოფებენ საპატიმროში”, – წერს სააკაშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. მისივე ცნობით, დაკავებულის ჩვენების მიხედვით, თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა