Logo

მიხეილ სააკაშვილი – ვისაც ამ საკითხზე მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი

პოლიტიკა
308
Frontnews image description

ახლა, როდესაც საქართველოს სრული კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული და პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

 

“ჩემი ერთადერთი იმედი უკრაინის შეიარაღებული ძალებია, რომლებმაც რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთლიანად დაკავების საშუალება არ უნდა მისცენ და მაშინ მარტო ცხინვალისა და უკრაინული ოლქების ნაწილის მიერთება აზრს კარგავს. 

 

ასევე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა აუხსნან ქართველ ხალხს, რომ კაპიტულანტურ პოლიტიკას სრულ განადგურებამდე მივყავართ და საქართველოს გადარჩენის საქმე ხელში ისევ ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები