Logo

მიხეილ სააკაშვილი - ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ, ვერ ხართ ვერაფერში გარკვეულები, საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან

პოლიტიკა
359
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ეხმაურება.

"მე პიჯაკების საქმეზე 8 მილიონ 400 ათასი ლარის, ე.ი. 3 მილიონი $-ის "გაფლანგვას" მედავებოდნენ. არა მითვისებას, არამედ სწორედ რომ "გაფლანგვას" - ოფიციალურ ხარჯებს ოფიციალურ ვიზიტებზე და ქილერი ფარცხალაძის შეკერილი საქმით 9 წელი მომისაჯეს.

ღარიბაშვილს პირადად მითვისებული 6 მილიონი დოლარი სახლში უპოვეს და მხოლოდ 5 წელი მისცეს, ისიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გარეთ გააგდებენ.

ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ, ვერ ხართ ვერაფერში გარკვეულები. სინამდვილეში საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან", - წერს სააკაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები