
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მის ოლიგარქად გამოცხადებას ეხმაურება.
“გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი. თანაც თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი კონვერტებით დროულად უნდა დავურიგო.
მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს