
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
"ყველასათვის ეს არის სასაცილო და ყველამ ცხადად იცის, რომ აქ არის არა რაიმე კრიმინალი, არამედ არის პირდაპირ ინსტრუმენტების გამოყენება პოლიტიკური დევნისათვის საქართველოს პრეზიდენტზე. ეს არის საკმარისი საფუძველი, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, ისევე, როგორც ქართულმა საზოგადოებამ იფიქროს, რომ ასე ადამიანების გამორიცხვით, პოლიტიკიდან გარიყვით ხელოვნურად და ძალადობრივად, პრობლემა ვერ გადაიჭრება.ერთადერთი, რამაც შეიძლება "ქართული ოცნება" აიძულოს, რომ შეწყვიტოს ეს სამარცხვინო პრაქტიკა პოლიტიკური დევნის, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების ფართო ჩართულობა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა იქნება უმნიშვნელოვანესი მართლა, ტექნიკური ძვრების დასაწყისი ქართულ პოლიტიკაში. თუ ხელოვნურად შევეცდებით იზოლირებას ასეთი ადამიანის, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სტაბილურობა", – აცხადებს წიკლაური.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს