
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი რეალურ მტკიცებულებებს არ ეფუძნება და ხელისუფლების მოტივაცია ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილება იყო.
"მიიღეს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები, რითიც პრაქტიკულად შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება საქართველოში. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მე-6 მუხლი დაირღვა კონვენციის, ეს ცალკე აღებულად არ უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ მე-6 მუხლის დარღვევის დროს, ბუნებრივია მოტივაცია არსებობდა მისი პოლიტიკური პროცესებიდან განრიდების, შესაბამისად, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მის მიმართ დარღვეულ იქნა მე-18 მუხლი. ანუ მისი გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება რეალურ მტკიცებულებებს, იქ არ არის პირდაპირი მტკიცებულებები, იქ არის ძირითადად მხოლოდ მხოლოდ ირიბი ჩვენებები, ირიბი მტკიცებულებები და ამის საფუძველზე დადგა უკანონო განაჩენი" – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის. ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი – ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და შეწყალების საქმე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს